სახლში გავაკეთე:))

სახლში გავაკეთე:))
მე მიყვარს საქართველო

воскресенье, 6 июня 2010 г.

2010 FIFA WORLD CUP SOUTH AFRICA


მალე იწყება ის, რასაც ხალხი 4 წლის განმავლობაში მოუთმენლად ელის–მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.მეც მოუთმენლად ველი მას თუმცა გუშინ მაგრად "დამგრუზა" რობენის ტრავმამ და ხალისი დამიკარგა....მის გარეშე ჰოლანდიას ცოტა გაუჭირდება.ჰო, დამავიწყდა მეთქვა,რომ მე ჰოლანდიას ვგულშემატკივრობ ბავშვობიდან,იმ გუნდს,რომელიც ტოტალური ფეხბურთის დამაარსებელია,იმ გუნდს რომლის თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა.კარგი იქნებოდა ცოტა უმართლებდეს.სამწუხაროდ ბევრი ვეძებე მაგრამ ჰოლანდიის ნაკრების ფანკლუბი ინტერნეტში ვერ მოვიძიე....ისიც მინდა ვთქვა,რომ სხვებისგან განსხვავებით მე ტიტულებს და შედეგებს არ ვგულშემატკივრობ,მე ფეხბურთში მისი სილამაზე და ესთეთიური მხარე მიზიდავს და არა შედეგი.თუმცა შედეგიც თუ იქნება კარგია...ამიტომაც ვგულშემატკივრობ მთელი გულით ჰოლანდიის ნაკრებს და კლუბებში ბარსელონას.
და ბოლოს იმედი ვიქონიოთ ,რომ ოდესმე ერთად გულისფანცქალით დაველოდებით მსოფლიო ჩემპიონატზე არა რომელიმე უცხოური გუნდის თამაშს არამედ საქართველოს ნაკრებისას...

суббота, 17 апреля 2010 г.

რუსული აქცია


არაყი შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ…

არა მგონია კიდე იყოს მსგავსი აქცია:))

пятница, 12 марта 2010 г.

ყველაზე უცნაური კანონები


ბევრ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს მეტად ახირებული, უცნაური და კურიოზული კანონები, რომლებიც დიდი ხნის წინათ იქნა მიღებული და რატომღაც ჯერაც არ გაუქმებულა. და აი ისინიც

ტეხასის შტატში აკრძალულია ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა; აკრძალულია სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისათვის სროლის დაწყება; აქვე საკმარისია ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატიურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ; ფეხსაცმლის გარეშე სიარულისათვის დაგსჯიან თუ არ გაგაჩნიათ ამისათვის სპეციალური ნებართვა, რომელშიც 5$ გადაიხადოთ. ესენი საკმარისად ძველი კანონებია. სულ ახლახან კი ჯ. ბუშის (ა.შ.შ.-ს ექსპრეზიდენტი) ზეგავლენით ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეტყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე. ამ წესის დარღვევას სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად. ამ შტატების ცალკეულ ქალაქებში ასევე განსხვავებული აკრძალვები მოქმედებს: ჰიუსტონში აკრძალულია ლუდით ვაჭრობა კვირა შუაღამის შემდეგ (თუმცა ორშაბათიდან ისევ დაშვებულია ნებისმიერ დროს); პორტ-არტურში ისჯება ლიფტში ჰაერის გაფუჭება.

ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა. მკაცრად იკრძალება ფლორიდაში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სიმღერა; სკეიდით სეირნობა სანომრე ნიშნების გარეშე; შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში. ასევე აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა. ქალაქ პენსაკოლაში ქალმა, რომელიც დაიღუპა აბაზანაში ელექტრომოწყობილობების გაუფრთხილებლად გამოყენების გამო, უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100$.

მაიამში აკრძალულია ველოსიპედით სიარული ხმოვანი სიგნალების გარეშე, თუმცა იმავე კანონით ველოსიპედისტებს ხმოვანი სიგნალის გამოყენება ეკრძალებათ.

არკანზასის შტატში არჩევნების დღეს და ხმების დათვლის დროს ვინც არ უნდა იყოს და რა საბაბიც არ უნდა ჰქონდეს, ეკრძალება საარჩევნო უბნის კარებთან და ფანჯრებთან 15 მეტრზე ახლოს მისვლა, რაც ყოველ ამომრჩეველს ხდის დამნაშავედ. აქვე, მძღოლებს 21.00 საათის შემდეგ ეკრძალებათ ხმოვანი სიგნალების გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც იყიდება გამაგრილებელი სასმელები.

ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის. ქ. ევანსტონში (ილინიოსის შტატი) ხანძარი არის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც დასაშვებია ავტომობილში ტანსაცმლის გამოცვლა, სხვა შემთხვეაში ეს იკრძალება.

ფორტ-მედისონში (აიოვას შტატი) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე. სენტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ გაშიშვლებული ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების დახმარება.

კენტუკის შტატში ქალს ეკრძალება საცურაო კოსტიუმით გამოსვლა გზაზე, თუ კი მას არ მოაცილებს ორი პოლიციელი ან ხელში არ უჭირავს ნიჩაბი. გამონაკლისია 40 კგ-ზე ნაკლები და 90 კგ-ზე მეტი წონის ქალები.

ქ. კარმელში (ნიუ-იორკის შტატი) ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც გამოწყობილია სხვადასხვა ფერის შარვალსა და პიჯაკში, ჯარიმდება 500$-ით. ნებრასკაში დალაქებს ეკრძალებათ ნიორის ან ხახვის ჭამა დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ხოლო ნიუ-ჯერსიში დააპატიმრებენ მას, ვინც რესტორანში პირს ააწკლაპუნებს. კალიფორნიაში ცხოველებს ეკრძალებათ სქესობრივი აქტის დამყარება სკოლებთან, ეკლესიებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან 500 მეტრზე უფრო ახლო მდებარე ადგილებში. აქვე აკრძალულია მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის სიჩქარემ გადააჭარბოს 60 მილს საათში.

კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არ ჰყავთ 2 ძროხა მაინც.

ინდიანაში აკრძლულია: აბაზანის მიღება ოქტომბრის თვიდან მარტის თვემდე; მანქანების გაყიდვა კვირაობით; ფრინველებისა და კურდღლების შეღებვა; რძის გაყიდვა ღვინის მაღაზიაში. აქვე სასამართლოს გადაგცემენ გაუპატიურების ბრალდებით, თუ მანქანაში წინდების გარეშე გიზის მგზავრი, რომელსაც არ შესრულებია 17 წელი.

1984 წლიდან ინდიანას ქალაქ სპეიდსში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს კონსერვის ქილების გახსნას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ კანონის დარღვევისათვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 თვით. ინდიანაში მოქმედი კანონის მიხედვით რიცხვი პ ტოლია არა 3,1415-ის , არამედ 4-ის.

დენვერში აკრძალულია მეზობლისაგან მტვერსასრუტის თხოვება.

ალაბამაში, ჯასპერის ოლქში, ქმრებს უფლება აქვთ სცემონ თავიანთ ცოლებს ჯოხით, თუ ჯოხის დიამეტრი ცერის დიამეტრს არ აღემატება. ლოს-ანჯელესში კი ქმარს უფლება აქვს სცემოს ცოლს ქამრით, რომლის სიგანე 12 სმ-ზე მეტი არ არის (წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია ცოლის თანხმობა). არკანზასში სულ ერთია რითი სცემს ქმარი ცოლს, თუკი ეს არაუმეტეს თვეში ერთხელ ხდება.

ტენესში ნებადართულია ყველაფრის საკვებად გამოყენება, რასაც მოქალაქე მანქანით გაიტანს. თუ სიცოცხლეს გამოასალმებ ადამიანს, მაშინ სრული უფლება გაქვთ და ვალდებულიც ხარ “მზის ჩასვლამდე” საკვებად გამოიყენოთ იგი.

დასავლეთ ვირჯინიაში მამაკაცებს ერთერთი სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლება აქვთ იცხოვრონ ნებისმიერ ცხოველთან, რომლის წონა 18 კგ-ს არ აღემატება. სანფრანცისკოში ცხენის პატრონს უფლება აქვს გზაჯვარედინზე დატოვოს ნაკელის გროვა, ოღონდ მისი სიმაღლე 2 მ-ს არ უნდა აჭარბებდეს. ალაბამაში, არიზონასა და ჯორჯიაში უმკაცრესად იკრძალება სააბაზანოში ვირის ყოლა, არკანზასში კი ნიანგისა. არკანზასის კონგრესი მდინარე ანკარზასის წყალს უკრძალავს მეინ-სტრიტის ხიდზე მაღლა ადიდებას.

პენსილვანიაში სახლი, რომელშიც 16 ქალი ცხოვრობს, საროსკიპოდ ითვლება, ტენესიში ასეთივედაა მიჩნეული სახლი, რომელშიც 6 ქალი ცხოვრობს. მამაკაცების ზღვრული რაოდენობა კი 120-ია.

ლუიზიანაში მკაცრად ისჯება ადამიანის კბენა, ამისათვის პროთეზის გამოყენება ამძიმებს გარემოებას. ალაბამაში აკრძალულია მანქანის თვალებახვეული მართვა, ნიუ-იორკში სჯიან მას, ვინც სახურავიდან გადმოხტება. მინესოტაში პატიმრობა ელის იმას, ვინც საკუთარ სახლშიც კი შიშველი დაიძინებს. აიდაჰოს შტატში აკრძალულია კარუსელზე ქანაობა კვირადღეს, აქვე აკრძალულია აქლემზე დამჯდარი თევზაობა. ილინიოსის შტატშის ქალაქ გეილსბურგში 1000$-ით აჯარიმებენ მას, ვინც ბეისბოლის ჯოხით თაგვს სცემს. მიჩიგანში ქარის წინააღმდეგ ფურთხება საზოგადოებრივ დანაშაულად ითვლება. კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში არ შეიძლება ავტომობილის ტარება კვირაობით, არიზონაში კი ქ. გლენდეილში აკრძალულია ავტომობილის უკან სვლა. ამავე შტატში, ქ. ტაკსონში ქალებს ეკრძალებათ შარვლის ტარება. ვისკონსიის ქ. რეისინში აკრძალულია მძინარე მეხანძრის გაღვიძება, ხოლო ვაიომინგის შტატში კი კურდღლებისათვის სურათის გადაღება. ტენესში, ქ. მემფისში ბაყაყებს ეკრძალებათ ყიყინი ღამის 11 საათის შემდეგ. ალიასკაზე აკრძალულია დათვებისათვის ფოტოსურათის გადაღება, ნევადაში კი გზატკეცილზე აქლემით სეირნობა. ილინიოსის შტატის ქ. იურკაში ულვაშიან მამაკაცებს ეკრძალებათ ქალის კოცნა, ალაბამაში კი სიკვდილით სჯიან მას, ვინც რკინიგზის რელსებს მარილს მოაყრის.

სამხრეთ დაკოტაში დანაშაულად ითვლება ჩექმებით დაძინება; კალიფორნიაში აკრძალულია აუზში ველოსიპედით შესვლა; ქალაქ ბალტიმორში (მერილენდის შტატი) 500$-ით დაჯარიმდება ის, ვინც თეატრში ლომთან ერთად მივა; ატლანტაში აკრძალულია ჟირაფის მიბმა ტელეგრაფის ბოძზე; სენტ-ლუისში აკრძალულია ხიდზე ჯდომა და ლუდის სმა. ნიუ-ჯერსის შტატში კატებმა უნდა ატარონ ზარები, რათა ჩიტებმა გაიგონ მათი მოახლოება, ოკლაჰომაში კი სამზე მეტ ძაღლს ეკრძალება ერთად შეკრება, თუ მათ არა აქვთ ამისათვის სპეციალური ნებართვა ქალაქის მერისაგან.

ა.შ.შ.-ს კანონების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან

четверг, 11 марта 2010 г.

ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან


ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვა, რომელიც მან სიკვდილის წინ წმიდა ელენეს კუნძულზე დაწერა

„მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: „მე ვარ ღმერთი“. ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა „ვითარცა ხელმწიფება აქუნდა“. მისი რელიგია საიდულმოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს – ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ჰანიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? – ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? – მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად. რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის, ქრისტესა, ვისაც აღიარებენ, ვინც უყვართ, ვისაც თაყვანსა სცემენ, და ვისი გავლენაც მთელ დედამიწას მიმოეფინება. სიკვდილია ნუთუ ეს? – თქვენ გეუბნებით: ქრისტეს სიკვდილი ღმერთის სიკვდილია! მერწმუნეთ მე – იესო ქრსიტე – ღმერთია!“

ბულატ ოკუჯავას ნათლობა

რამდენიმე წლის წინ ბულატ ოკუჯავას ცოლი, ოლგა ფსკოვო-პეჩორის მონასტერში ჩავიდა. მამა იოანე კრესტიანკინთან საუბარში მან დაიჩივლა, რომ მისი ქმარი მოუნათლავია და სარწმუნოებისადმი გულგრილი, რაზეც მამა იოანემ მშვიდად უპასუხა: „ნუ ღელავ, მას თავად მონათლავ“. ქალი გაოგნდა: „როგორ თუ თავად მოვნათლავ?“ „აი, ასე, მონათლავ“, – უპასუხა მოძღვარმა. „რა დავარქვა, ბულატი ხომ მართლმადიდებლური სახელი არაა?“ „დაარქმევ იოანეს, როგორც მე“, – უპასუხა მამა იოანემ.

და აი, სიკვდილის წინ, პარიზში ბულატმა ცოლს უხმო და უთხრა, რომ მონათვლა სურდა. ის უკვე გადიოდა ამქვეყნიდან და მღვდლის მოყვანას ვეღარ ასწრებდნენ. საბედნიეროდ, ოლგას გაახსენდა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში მღვდელმსახურის გარეშეც შეიძლება ნათლობის აღსრულება. ქალმა მომაკვდავს ჰკითხა: „რა გინდა დაგარქვა?“ „ივანე“, – იყო პასუხი. მართლაც, ქალმა მონათლა მომაკვდავი მეუღლე და მხოლოდ მოგვიანებით გაახსენდა, რომ ამის შესახებ თხუთმეტი წლის წინ ფსკოვო-პეჩორის მონასტრის ხუცესს ესაუბრა.

ელცინი მონასტერში

1995 წლის ცხელ ზაფხულში ბორის ელცინმა ცნობილი ფსკოვო-პეჩორის მონასტერი მოინახულა. როდესაც მღვიმეებს ათვალიერებდა, სახელმწიფოს მეთაურმა გაკვირვებით იკითხა, თუ რატომ არ იგრძნობოდა ხრწნის სუნი: მიცვალებულები ხომ მიწაში არ იყვნენ ჩაფლულნი, არამედ ნიშებში ესვენა, ხელითაც კი შეეხებოდი მათ. პრეზიდენტს უპასუხეს: „ეს ღვთის სასწაულია“. ექსკურსია გაგრძელდა, რამდენიმე ხნის შემდეგ მან იგივე კითხვა გაიმეორა. „ასე ინება უფალმა“, – იყო პასუხი. გამოსვლისას პრეზიდენტმა არქიმანდრიტს წასჩურჩულა: „გამიმხილეთ საიდუმლო, – რას უსვამთ მიცვალებულებს?“ „ბორის ნიკოლაევიჩ, – უპასუხა მან, – თქვენს გარშემო არის ისეთი კაცი, ვისაც ცუდი სუნი ასდის?“ „რა თქმა უნდა, არა“. „მაშ, ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ შეიძლება ცუდი სუნი სდიოდეს ვინმეს ზეციური მეუფის სიახლოვეს?“

ფსკოვო-პეჩორის სავანის დაარსების ისტორია ამ მღვიმეების აღმოჩენას უკავშირდება. მღვიმეთა სასწაულებრივი თვისება ისაა, რომ როდესაც მასში გარდაცვლილს შეასვენებენ, ხრწნის სუნი სრულიად ქრება. დღეისათვის მღვიმეებში 14 ათასზე მეტი კაცია დაკრძალული.

ვოლტერ სკოტის სიკვდილის წინა სურვილი

სასიკვდილო სარეცელს მიჭაჯვულმა ვალტერ სკოტმა სიძეს ლოკხარდს მიმართა:
- შვილო, წიგნი მომიტანე.
მწერალს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამიტომ შეცბუნებულმა სიძემ ჰკითხა:
- რომელი წიგნი, სერ?
მომაკვდავმა მიუგო:
- ამქვეყნად მხოლოდ ერთი წიგნი არსებობს, შვილო, მომიტანე ის წიგნი.
ლოკხარდი მიხვდა, თუ რას ამბობდა ვოლტერ სკოტი და მომაკვდავს ბიბლია მიუტანა.

წყარო: face.ge

“ქარვის ოთახი”


“ქარვის ოთახი”(Amber Room,Янтарная комната) წარმოადგენდა პრუსიის მეფის კაბინეტს,შემდეგ კი გადაეცა რუსეთის იმპერატორ პეტრ პირველს.”ქარვის ოთახი” მრავალი ეპითეტით შეამკეს-ზოგიერთი მას მსოფლიოს მერვე საოცრებასაც უწოდებდა და არ ცდებოდნენ,რადგან ეს მართლაც საოცრება იყო.
1701 წელს პრუსიის იმპერატორი ხდება ფრიდრიხ პირველი.ფრიდრიხი ყოველთვის მოხიბლული იყო ვერსალის სასახლის სილამაზით და გადაწყვიტა მისი კაბინეტიც მდიდრულად მოეწყო.გადაწყდა რომ კაბინეტის გასაფორმებლად გამოეყენებინათ ძვირფასი ქვა – ქარვა.ამის პრაქტიკა არსებობდა,ბერლინის ერთ-ერთი სასახლის კაბინეტი სწორედ ქარვით იყო მოწყობილი.
ფრიდრიხ პირველი

ოთახის ქარვით გაფორმება დაევალა დანიის სამეფო კარის მხატვარს და არქიტექტორს გუსტავ ვოლფრამს.ჩანაფიქრი გრანდიოზული და ზღაპრული იყო.მუშაობის დროს ფინანსურ პრობლემებს წააწყდნენ და ამიტომ სამუსაო საკმაოდ გაჭიანურდა.
1709 წელს სამუშაო დიდი ნაწილი დასრულებული იყო,მაგრამ კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი,მაგრამ 1713 წელს ფრიდრიხი გარდაიცვალა.ტახტზე ავიდა მისი შვილი ფრიდრიხ ვილჰელმ პირველი,რომელმაც “ქარვის ოთახის” სამუშაოები,რომელიც დასასრულს უახლოვდებოდა შეაჩერა.
1716 წელს ბერლინის მახლობლად გაბელბერგეში ერთმანეთს შეხვდნენ ფრიდრიხ ვილჰელმი და რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი.ამ ორმა მმართველმა საერთო ენა ადვილად გამონახა და დიპლომატიური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს;პეტრე პირველს გადასცეს “ქარვის ოთახი”(ალბათ იფიქრებთ ოთახი როგორ გადასცაო,საქმე იმაშია,რომ “ქარვის ოთახი” გულისხმობდა ქარვის პანოს,სქელ ფირფიტებს რომლითაც შეიძლებოდა ოთახის გაფორმება და ის ზღაპრულ იერს ღებულობდა),ხოლო პრუსიის მეფემ საჩუქრად მიიღო 55 ნარჩევი რუსი გრენადერი(სამხედრო),რომელთა სიმაღლე 2 მეტრზე ნაკლები არ იყო.იმ დროის შემდეგ კი “ქარვის ოთახი” იქცა რუსეთ-გერმანიის კეთილმეზობლური ურთიერთობის სიმბოლოდ
პეტრე პირველი

ეს სილამაზე პეტერბურგში ჩაიტანეს.იმ დროს რუსეთში არ იყენებდნენ ქარვას ამიტომ ამ სილამაზემ დიდი “გაქანება” ვერ ჰპოვა და ის რამდენიმე ათეული წლის მანძილზე იმპერატორის “ზაფხულის სასახლეში” ინახებოდა”.
1743 წელს რუსეთის იმპერატორი ხდება ელისაბედ პირველი,რომელსაც მოუვიდა იდეა,რომ ქარვა გამოეყენებინა და როგორც იქნა ამ სილამაზემ დღის სინათლე იხილა და დედოფლის “ზამთრის სასახლის ერთ-ერთი ოთახი გააფორმეს.
“ზაფხულის სასახლე”

ელისაბედ პირველი

“ზამთრის სასახლე”

ყოველივე ამან დიდი მოწონება დაიმსახურა და ეს კაბინეტი 1746 წლიდან ოფიცილაური მიღებებისა და აუდიენციების გასამართ ადგილად იქცა და მრავალი ადამიანი განაცვიფრა “ქარვის ოთახის” სილამაზემ.
მაგრამ გარკვეულ რესტავრაციას საჭიროებდა ეს სილამაზე,ამიტომაც ელისაბედის დაიწყო მისი რესტავრირება და 1770 წელს გადაწყდა მისი გადატანა “ეკატერინეს სასახლეში”(სანკტ პეტერბურგი),სადაც ის უკვე დასრულებულ სახეს იღებს და იქმნება “ქარვის ოთახის” ახალი და საკმაოდ შთამბეჭდავი სახე,რომელიც უფრო დიდი და ფანტასტიური სილამაზის ეტალონი გახდა.
“ეკატერინეს სასახლე”

ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმე რესტავრაცია ჩატარდა და მორიგი რესტავრაცია თარიღდებოდა 1941 წლის ზაფხულით.მაგრამ ვინ იფიქრებდა,რომ ეს იქნებოდა საბედისწერო პერიოდი “ქარვის ოთახისათვის” და ხელოვნების შედევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდა.

1941 წელს მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომი,გერმანელებმა საბჭოთა საზღვარი გადაკვეთეს და იპყრობენ ტერიტორიებს-მათი მთავარი სამიზნე მოსკოვი,კიევი და პეტერბურგია.პეტერბურგს დიდი ბრძოლის შემდეგ იკავებენ ფაშისტები.
სანამ გერმანელები შევიდოდნენ პეტერბურგში გადაწყდა საგანძურის ევაკუაცია,მათი დიდი ნაწილი გადაიტანეს სხვა ქალაქებში,მაგრამ “ქარვის ოთახის” წაღება ვერ მოხერხდა.გერმანელებმა პეტერბურგში შეაღწიეს და 1941 წლის 17 სექტემბერს ვერმახტის ერთ-ერთმა დივიზიამ მიადგა “ქარვის ოთახის” სამყოფელს,36 საათში პირწმინდად “გაწმინდეს” ეს სიმდიდრე,ჩაალაგეს 22 ყუთში და რკინიგზის საშუალებით ფსკოვის და რიგის გავლით ჩაიტანეს კენიგსბერგში(ახლანდელი კალინინგრადი,რომელიც რუსეთის მიერ დაპყრობილ და მითვისებულ იქნა შემდგომ წლებში).მიიტანეს კენიგსბერგის სამეფო სასახლეში,მაგრამ რეიხის მარალჩინოსანთა დავალებით შეინახეს იმ სახით რა სახითაც ჩავიდა იქ.რეიხის მაღალჩინოსნები მიიჩნევდნენ,რომ ეს სიმდიდრე გამოადგებოდათ მოლაპარაკებაში,პრაქტიკულად მათ გაიტაცეს “ქარვის ოთახი”.
მაგრამ გერმანელთა დაპყრობები დიდხანს არარ გაგრძელებულა და 1944 წლიდან დაიწყო გერმანელთა უკუსვლა.
1945 წელს კენიგსბერგს საბჭოთა წითელი არმია უახლოვდებოდა.მარტინ ბორმანმა(ფაშისტურ გერმანიაში ითვლებოდა მეორე პიროვნებად ჰიტლერის შემდეგ) გასცა დირექტივა რათა “ქარვის ოთახი” როგორმე შეენარჩუნებინათ.1945 წლის 5 აპილამდე სიმდიდრე კენიგსბერგის სასახლეში იყო.ამ დროს ქალაქი იბომბებოდა ინგლისურ-ამერიკული ავიაციის მიერ და ასევე წითელი არმიაც ახლოს იმყოფებობოდა.9 აპრილისათვის საბჭოთა არმიამ დაიკავა კენიგსბერგი,მაგრამ “ქარვის ოთახი” კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა,ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო
მარტინ ბორმანი

ამ პერიოდში კენიგსბერგის სიახლოვეს რამდენიმე გერმანული ხომალდი იმყოფებოდა და გამოითქვა ეჭვი,რომ შეიძლებოდა ამ ხომალდებს მოეხდინათ ამ სიმდიდრის წაღება.მაგრამ ეს ვერ დაადასტურეს.
საბჭოთა ხელისუფლება სპეცილაურ კომისიებს ქმნიდა “ქარვის ოთახის” მოსაძებნად,მაგრამ, ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა და ვერსად იპოვეს ეს სიმდიდრე.გამოითქვა ეჭვი,რომ შეიძლება დაბომბვების დროს დაიწვა ეს სიმდიდრე,მაგრამ ესეც არ დადასტურა.მრავალი ვერსია გავრცელდა,მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა-საგანძური რომელსაც მსოფლიოს მერვე საოცრება უწოდეს “მიწამ ჩაყლაპა”…

1979 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება “ქარვის ოთახის” აღდგენასთან დაკავშირებით,მაგრამ ეს საკმაოდ რთული სამუშაო იყო,რადგან ორიგინალის შექმნის მეთოდების,სტილის,კონსტრუქციის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობდა.ამ საქმეში დიდი დახმარება გასწია იმ ფოტოებმა რომელიც სხვადასხვა დროს გადაიღეს “ქარვის ოთახში”.1981 წელს შეიქმნა “ქარვის სეხელოსნო”,რომელმაც დიდი სამუშაო ჩაატარა და შედეგიც მიიღეს.შექმნეს “ქარვის ოთახის” ახალი სახე,რომელიც ორიგინალის იდენტური იყო(თუ არ ჩავთვლით ცალკეულ დეტალებს).
დღეს “ქარვის ოთახი” სანკტ პეტერბურგში,სამეფო სოფელში მდებარე “ეკატერინეს სასახლეშია” განთავსებული.
რაც შეეხება ორიგინალს ის ისევ დაკარგულია და მისი პოვნის იმედი ძაან მცირეა,მაგრამ ძებნა ისევ გრძელდება…
ორიგინალს ასლი ვერ შეცვლის,მაგრამ სულ არარაობას ასლის არსებობა სჯობს…

მართალია ამ პოსტში სიტყვიერად ვერ ავღწერე “ქარვისოთახის” სილამაზე,რადგან ეს შეუძლებელია ფუჭი სიტყვებით.იხილეთ ფოტოები და დარწმუნდით რომ მართლაც მსოფლიოს მერვე საოცრებაა…





როგორც ვთქვი “ქარვის ოთახი” შეიქმნა ქარვისაგან.ეს ძვირფასი ქვა ასე გამოიყურება.